ახალი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი გორი რეზიდენსი, ნიკო კეცხოველის 15 ნომერში, ქალაქ გორში მდებარეობს. ამ კომპლექსის საცხოვრებელი სახლები დახვეწილი ექსტერიერით გარშემო არსებული ყველა სხვა შენობისგან გამოირჩევა. ფასადის მოსაპირკეთებლად ვენტილირებადი HPL პანელები და ელასტიკური აგური გამოიყენება. პროექტი მოიცავს კომერციულ ფართს, ღია და დახურულ ავტოსადგომს, გამწვანებულ ეზოს საბავშვო გასართობი სივრცითა და სპორტული მოედნით. მშენებლობა მიმდინარეობს გერმანული ბრენდის YTONG-ის ხანძარგამძლე, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით, რომელიც ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რის შედეგადაც კომუნალური გადასახადები მცირდება.